HOT LINE 123
GE

News

08-02-2023

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ლატვიის ელჩს შეხვდა   (EN)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ედიტე მედნესთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს და ხაზი გაუსვეს ლატვიის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში  მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას, იმსჯელეს ამ მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებზე.

გრიგოლ ლილუაშვილმა ედიტე მედნეს საქართველოში ნაყოფიერი და წარმატებული დიპლომატიური საქმიანობა უსურვა.

(EN)