HOT LINE 123
GE

News

20-02-2023

გრიგოლ ლილუაშვილმა ევროკავშირის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა (EN)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ევროკავშირსა  და საქართველოს  შორის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.

საუბარი შეეხო ევროკავშირთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობას.

გრიგოლ ლილუაშვილმა პაველ ჰერჩინსკის წარმატება უსურვა დიპლომატიურ საქმიანობაში.

(EN)