HOT LINE 123
GE

News

26-12-2023

პარლამენტის ნდობის ჯგუფი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს საქმიანობას გაეცნო (EN)

საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში, პარლამენტის ნდობის ჯგუფი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს ეწვია.

 

სააგენტოს ხელმძღვანელმა დეპუტატებს გასული წლის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს შესახებ გააცნო ინფორმაცია, ისაუბრა სააგენტოს სამომავლო გეგმებზე.

 

შეხვედრის ფარგლებში განხორციელდა ფარული მეთვალყურეობის სისტემის ტექნიკური კონტროლი.

 

ნდობის ჯგუფი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შემოწმებას, „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სისტემატურად ახორციელებს. სააგენტო ნდობის ჯგუფს ყოველწლიურად წარუდგენს მის მიერ გაწეული საქმიანობის სტატისტიკურ და განზოგადებულ ანგარიშს.

(EN)