HOT LINE 123
GE

News

17-12-2021

მიმოხილვა: 2020 წლის განმავლობაში საქართველომ გააგრძელა ურყევი ჩართულობა კონტრტერორიზმის მთელ რიგ საკითხებში. კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო, 2020 წელს საქართველო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მონაწილეობდა კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ გარკვეული რაოდენობის წვრთნებსა და ტრენინგებში, თუმცა საქართველო რჩება აშშ-ის მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების საკითხებში. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) არის უწყება, რომელიც პასუხისმგებელია ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებსა და გამოძიებაზე. საქართველომ გაასამართლა და ტერორიზმის ბრალდებით მსჯავრდებულად ცნო საქართველოს ერთი მოქალაქე, საზღვარგარეთ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულ ღონისძიებებში მისი მონაწილეობის გამო. 2020 წელს საქართველომ კიდევ უფრო დახვეწა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონმდებლობა და გააძლიერა მის საზღვრებზე არსებული უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა. (EN)

Read More