ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

12-11-2015

სუს-ის უფროსი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ–მაიორი ვახტანგ გომელაური საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩ ბეტინა კადენბახს შეხვდა.

შეხვედრისას, განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობა. მხარეებმა მიმოიხილეს თანამედროვე მსოფლიოსა და რეგიონში არსებული სიტუაცია და გამოკვეთილი ტენდენციები. ისაუბრეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების შესახებ და ხაზი გაუსვეს ორი სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურების შესაბამისი თანამშრომლობის განმტკიცებისა და გააქტიურების აუცილებლობას.  ვახტანგ გომელაურმა და ბეტინა კადენბახმა სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის უახლოეს პერსპექტივებზე ისაუბრეს. 

შეხვედრის დასასრულს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა კომენტარი გააკეთა: „ძალიან საინტერესო და კონსტრუქციული შეხვედრა იყო. მე აქ მოვედი პირველ რიგში იმიტომ, რომ წარმედგინა ჩემი თავი და ასევე მინდოდა, რომ გამეგო უფრო მეტი ამ სამსახურის შესახებ. რა პასუხისმგებლობები აქვს მას, რა განხვავებაა ახლანდელსა და ძველ ვითარებას შორის. განსაკუთრებით,რა პრიოროტეტები იყო მაშინ და რა პრიორიტეტებია ახლა. ასევე მინდოდა სამომავლო თანამშრომლობაზე ინფორმაცია მიმეღო“.