ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

12-12-2015

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე  ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მოქალაქე ჯიმშერ მ. დააკავეს

გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯიმშერ მ-მ სოფლის მეურნეობის პროდუქტის ადგილობრივი წარმომავლობის შესახებ ცნობის გაცემის სანაცვლოდ მოხელისათვის ქრთამის სახით გადასაცემად 800 აშშ დოლარი აიღო.

გამოძიება ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.