ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

20-10-2015

სუს-ის გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თაღლითობის ფაქტზე მოქალაქე ომარ ხ. დააკავეს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ომარ ხ. ერთ-ერთ ბიზნესმენს გაეცნო როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ოთარ თორდია და თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაში არსებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მისი შესაძლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების სანაცვლოდ 120 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. ომარ ხ. მოტყუებით დაეუფლა მის მიერ მოთხოვნილი ფულადი თანხის ნაწილს 30000 აშშ დოლარს, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს. 

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით).
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამასახურის გენერალური ინსპექცია.