ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

24-02-2016

ერგნეთში IPRM-ის შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 63-ე შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის  ბრალდებით მოქალაქეების დაკავებების ფაქტებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აღმართული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. „საზღვრის აღმნიშვნელი“ ბანერებით შექმნილ მძიმე ვითარება, რომელიც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის. 


განსახილვევ საკითხებს შორის იყო საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ დავით ბაშარულის და უგზო-უკვლოდ დაკარგული გრიგოლ ნალბანდოვის საქმეები. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ტირიფონის სარწყავი არხის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სეგმენტებზე გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების საკითხი.