ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

24-09-2015

     ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე, შპს ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის სტაციონარული განყოფილების გამგე ადა ს. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ადა ს. მის ნაცნობ პიროვნებას დაჰპირდა, რომ გარკვეული თანხას სანაცვლოდ მოქალაქე ს.ნ-ს მოუგვარებდა ყველა საჭირო საკითხს  და ნდაჩქარებული წესით ჩასვამდა არკომანიის ჩანაცვლებით სპეციალურ პროგრამაში საცხოვრებელი მისამართის მიხედვით. ადა ს-მ აღნიშნული პროცედურების მოგვარების სანაცვლოდ მის ნაცნობ ქალბატონს მოსთხოვა და გამოართვა 500  ლარი.

გამოძიება კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).