ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

26-11-2015

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით მე-60 შეხვედრა გაიმართა.

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის ბოლო პერიოდში საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების ფაქტები და ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აღმართული მავთულხლართებით, ღობეებითა თუ ე.წ. „საზღვრის აღმნიშვნელი“ ბანერებით შექმნილი მძიმე ვითარება, რომელიც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე წელს სოფელ წითელუბნის მიმდებარე ტერიტორიიდან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო წარმომადგენლების მიერ ჩამოხსნილი საქართველოს დროშის დაბრუნების საკითხს. მხარეებმა ასევე განიხილეს მიმდინარე წლის 19 ნოემბერს რუსული სამხედრო მი-8 ტიპის ვერტმფრენის მიერ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი.