ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

31-05-2016

სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებს  საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ირაკლი ბერაიამ პრეზიდენტებს  ადგილზე მავთულხლართებისა და ღობეების  უკანონო აღმართვით გამოწვეული  პრობლემები და ოკუპაციის შედეგები გააცნო.