ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

31-10-2015

შეხვედრა ლიტვის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ექსპერტებთან

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ლიტვის რესპუბლიკის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ექსპერტებთან კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში. 

შეხვედრა მიზნად ისახავდა მხარეებს შორის ინფორმაციისა და საუკეთესო გამოცდილების ურთიერთგაზიარებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა ლიტველ კოლეგებს გააცნეს უსაფრთხოების სფეროში საქართველოში გატარებული რეფორმები და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები. ლიტველმა ექსპერტებმა ისაუბრეს თავიანთ გამოცდილებაზე და განიხილეს ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკა კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში. მხარეებმა დაადასტურეს ექსპერტულ დონეზე თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა.

ლიტვის რესპუბლიკის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები, ეგიდიჯუს სნიკორიუსი, გიდრიუს ბოდვიტი და ვიქტორია ტერვიდე, საქართველოში ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის საფუძველზე იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში, მათ ჩაატარეს ოთხდღიანი ერთობლივი სემინარი თემაზე: „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს 15-მა თანამშრომელმა.