ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

08-07-2016

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე  ააიპ „ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავების და კომუნალური მომსახურების სამსახურის“ დირექტორი დავით ღ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დავით ღ. საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ნაგვის ურნების სარემონტო სამუშაოები უნდა  შეესრულებინა, აღნიშნული სამუშაოების ააიპ „ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურ“-ში შეუფერხებლად მიღება-ჩაბარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც მოსთხოვა  და გამოართვა 2500 ლარი.

გამოძიება კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის  221-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 6  წლამდე ითვალისწინებს). გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.