ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

25-08-2016

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს  სახელმწიფო  უსაფრთხოების  სამსახურის  უფროსმა  ვახტანგ გომელაურმა  და  ბელარუსის  რესპუბლიკის   სახელმწიფო უსაფრთხოების   კომიტეტის თავმჯდომარემ ვალერი ვაკულჩიკმა  ხელი  მოაწერეს  „შეთანხმებას საქართველოს  სახელმწიფო  უსაფრთხოების  სამსახურსა და ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ“.

შეთანხმება  მიზნად  ისახავს  მხარეებს  შორის  მჭიდრო  თანამშრომლობის განვითარებას ტერორიზმის, კორუფციისა და სხვა სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე მხარებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს, ისაუბრეს საქართველოსა და ბელარუსს შორის უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი ურთიერთობების მნიშნვნელობაზე და ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებაში უსაფრთხოების სამსახურების ურთიერთთანამშრომლობის წვლილს.