ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

08-09-2016

აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი საოკუპაციო ხაზს ეწვია

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციამ, აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესის მონაწილეობით საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე გორის რაიონის სოფელი ხურვალეთი მოინახულა.

სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აშშ-ს დელეგაციის წევრებს ადგილზე გააცნეს უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, რუსეთის საოკუპაციო ძალებისგან მომდინარე საფრთხეები და ის პრობლემები, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას უკანონოდ აღმართული მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები უქმნის.

საოკუპაციო ხაზთან ვიზიტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს უშუალო დახმარებით განხორციელდა.