ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

21-11-2016

სუს-ის უფროსი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო.  სხდომაზე განიხილეს  სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის საკითხი, თავდაცვის სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის საკითხი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალი უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხი.

სხდომა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე.