ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

08-12-2016

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოში საფრანგეთის ელჩს პასკალ მენიეს შეხვდა.

შეხვედრისას, ხაზი გაესვა პარტნიორობასა და სტრატეგიულ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, ორი ქვეყნის წარმატებული და შედეგიანი ურთიერთობების მნიშვნელობას. მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიოსა  და რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით  მიმდინარე პროცესები და ისაუბრეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საფრანგეთის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის  თანამშრომლობის განმტკიცება და გააქტიურება.

ვახტანგ გომელაურმა და პასკალ მენიემ სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.