ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

09-12-2016

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს ჰაიკე ფაიჩს შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებს და აღინიშნა, როგორც უსაფრთხოების, ისე სამართალდაცვით და სხვა სფეროებში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობა. მხარეებმა მიმოიხილეს გლობალური და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე არსებული გამოწვევები.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, ტერორიზმისა და ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და გააქტიურების გზებს.