ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

01-01-2017

აშშ-ს სენატორები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორების დელეგაცია გორის რაიონის სოფ. ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.
სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დელეგაციის წევრებს გააცნეს ყველა ის გამოწვევა და საფრთხე, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მომდინარეობს. გარდა ამისა, სუს-ის წარმომადგენლებმა სენატორებს მიაწოდეს ინფორმაცია იმ პრობლემებზე, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად მავთულხლართებით, ღობეებით, თუ სხვა ხელოვნური ბარიერებით ექმნება.