ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

22-02-2017

სუს-ის უფროსი პოლონეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან მარიუს მაშკიევიჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და პოლონეთის შესაბამის უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებზე. მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიოსა და რეგიონში არსებული ვითარება და განიხილეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები.  საუბარი ასევე შეეხო სამომავლო გეგმებს და თანამშრომლობის გარღმავების პერსპექტივებს.