ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

13-04-2017

სუს-ის უფროსის მოადგილემ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უწყების 2016 წლის ანგარიში წარადგინა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას დაესწრო. ალექსანდრე ტაბატაძემ კომიტეტებს სუს-ის საქმიანობის 2016 წლის ანგარიში წარუდგინა.  სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სხდომა  დახურულ ფორმატში კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

სხდომის დასასრულს, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიში დადებითად შეაფასა. 

სხდომის დასრულების შემდეგ, ალექსანდრე ტაბატაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.