სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას დაესწრო. ალექსანდრე ტაბატაძემ კომიტეტებს სუს-ის საქმიანობის 2016 წლის ანგარიში წარუდგინა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სხდომა დახურულ ფორმატში კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.
სხდომის დასასრულს, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2016 წლის ანგარიში დადებითად შეაფასა.
სხდომის დასრულების შემდეგ, ალექსანდრე ტაბატაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.