ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

28-04-2017

ჟენევის დისკუსიების მონაწილეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის  დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართულ  შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგა.

კახაბერ ქემოკლიძემ შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ჟენევის დისკუსიებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მანდატზე და იმ ძირითად გამოწვევებზე, რომელიც ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებობს.

სუს-ის წარმომადგენელმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრა ის თემებზე, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ისე ცხინვალის რეგიონების მიმართულებით.