ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

02-05-2017

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი ყაზახეთის რესპუბლიკის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს შტაბის უფროსის მოადგილეს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი ლაშა ცომაია ყაზახეთის რესპუბლიკის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს შტაბის უფროსის მოადგილეს ტალგარ სერიბკაევს შეხვდა.

მხარეებმა კორუფციასთან ბრძოლასა და პრევენციის საკითხებში სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს. ლაშა ცომაიამ ტალგარ სერიბკაევს სააგენტოს მიერ  მიღწეული შედეგები გააცნო. საუბარი შეეხო კორუფციის პრევენციას და რისკების ანალიზს.

ყაზახეთის რესპუბლიკის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს შტაბის უფროსის მოადგილე საქართველოში ყაზახეთის დელეგაციასთან ერთად იმყოფება.