ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

18-05-2017

სუს-ის უფროსი უკრაინის ელჩს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იგორ დოლგოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.  მხარეებმა საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურებს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა და  იგორ დოლგოვმა რეგიონში არსებულ ვითარებასა და  ორი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის განმტკიცების აუცილებლობასა და სამომავლო გეგმებს.