ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

01-07-2017

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (OLAF) გენერალურ დირექტორს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი ლაშა ცომაია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (OLAF) გენერალურ დირექტორს ჯოვანი კესლერს შეხვდა.

საუბარი შეეხო კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს.მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული თაღლითობის წინააღმდეგ მიმართული დებულებების განხორციელების საკითხი განიხილეს, რომელიც მომავალში ევროკავშირის ფინანსური დახმარების პროგრამებსა და პროექტებზე უნდა გავრცელდეს.  ასევე,დასახეს ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები.

ევროპის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (OLAF) გენერალური დირექტორი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.