ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

11-07-2017

სუს-ის უფროსის მოადგილე სამხრეთ კავკასიაში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) რეგიონალურ წარმომადგენელს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე სამხრეთ კავკასიაში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) რეგიონალურ წარმომადგენელს  იოჰანეს ფან დერ კლაუსს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.

მხარეებმა  გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის როლსა და  დაცვის ღონისძიებებზე,  ასევე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობის  პრიორიტეტები.