ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

26-07-2017

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 48-ე შეხვედრა გაიმართა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტზე იმსჯელეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული  ყურადღება დაუთმეს 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებთან კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ აუცილებელია მკვლელობაში მსჯავრდებული რაშიდ კანჯი ოღლის დაკავება, ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემა და მისი მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს 2017 წლის 5 აპრილს ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყის მაცხოვრებლების არჩიკო და პაატა როგავების უკანონო დაკავების საკითხი. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონაწილეებთან მკაფიოდ დააფიქსირეს, რომ აღნიშნული პირები უკანონოდ დააკავეს და აუცილებელია მათი უპირობო გათავისუფლება.  

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა  19 სექტემბერს გაიმართება.