ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

17-10-2017

ჟენევის დისკუსიების მონაწილეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის  დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართულ  საინფორმაციო შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგა.

კახაბერ ქემოკლიძემ შეხვედრის მონაწილეებს ჟენევის დისკუსიებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობაზე და ოკუპირებულ რეგიონებში, ასევე მათ მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფთხოების კუთხით არსებულ ძირითად გამოწვევებზე მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრის მონაწილეებს სუს-ის წარმომადგენელმა გააცნო განვლილი 6 თვის პერიოდში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში განხილული ძირითადი პრობლემური საკითხები.