ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

02-11-2017

სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ  ესტონეთის პრეზიდენტს და დელეგაციის წევრებს ყველა ის გამოწვევა და საფრთხე გააცნო, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მომდინარეობს. გარდა ამისა, სუს-ის წარმომადგენელმა პრეზიდენტს  მიაწოდა ინფორმაცია იმ პრობლემებზე, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას ყოველდღიურად მავთულხლართებით, ღობეებით, თუ სხვა ხელოვნური ბარიერებით ექმნება.