ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

23-11-2017

სუს-ის უფროსმა დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის ივანე გოლაშვილის ოჯახში იმყოფებოდა. გომელაურმა დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძიმრა და თანადგომა გამოუცხადა.

გარდაცვლილი სპეცრაზმელის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.