ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

28-11-2017

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა

2017 წლის 28 ნოემბერს გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 51-ე შეხვედრა გაიმართა.ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, IPRM-ის მონაწილეებთან ერთად განვლილ პერიოდში დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს. მათ შორის, საუბარი შეეხო საქართველოს მოქალაქეების ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით ჯერ კიდევ უკანონო "პატიმრობაში" ყოფნის საკითხებს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მკვლელობაში მსჯავრდებული რაშიდ კანჯი ოღლის დაკავების და ცენტრალური ხელისუფლებისთვის გადმოცემის აუცილებლობაზე ისაუბრეს.

მონაწილეებთან  ერთად ასევე განხილულ იქნა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებული ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი, რომელიც ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს აზიანებს და კონკრეტულ პრობლემებს უქმნის ადვილობრივ მოსახლეობას.

პოზიტიურ ჭრილში იქნა აღნიშნული 25 ოქტომბერს გამართული  IPRM-ის შემდეგ საქართველოს მოქალაქეების ხვიჩა ლიპარტიას და გიორგი კორსანტიას გათავისუფლების ფაქტები.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2018 წლის 17 იანვარს გაიმართება.