ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

05-12-2017

სუს-ის უფროსს ნდობის ჯგუფში მოუსმინეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა ნდობის ჯგუფის წევრებს 21-22 ნოემბერს,თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ მიმდინარე გამოძიების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.

 შეხვედრა მედიისთვის დახურულ ფორმატში წარიმართა.

ვახტანგ გომელაურმა შეხვედრის დასრულების შემდეგ  ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.