ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

14-12-2017

სუს-ის უფროსი ბელარუსის რესპუბლიკაში გაემგზავრა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

ვახტანგ გომელაური ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას ესწრება.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება შეთანხმებას „საქართველოს და ბელარუსის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“.

მსგავსი ტიპის შეთანხმება საქართველოს გაფორმებული აქვს ნატო-ს და ევროკავშირის წევრ ოცამდე ქვეყანასთან და ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან.