ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

26-01-2018

სუს-ის უფროსი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ერიკ ჰოგის შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ ვითარებას.მხარეებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს.

ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვლილი რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში.