ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

09-02-2018

სუს-ის უფროსი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩს,რუბენ სადოიანს შეხვდა.შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
მხარეებმა რეგიონში არსებული ვითარება მიმოიხილეს.საუბარი ასევე შეეხო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებს.