ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

25-02-2018

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

 ყოველი წლის 25 თებერვალს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად,  საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.