ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

27-02-2018

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის  (IPRM) რიგით 53-ე შეხვედრა გაიმართა.საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შეხვედრაზე, 2016 წლის 19 მაისს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხი კვლავ განიხილეს და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან მკვლელობაში ბრალდებული პირის, რაშიდ კანჯი ოღლის დაკავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

მონაწილეებთან ერთად განხილულ იქნა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ არსებული ის პრობლემები და გამოწვევები, რომელიც ადგილობრივებისთვის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებებში გამოიხატება.

შეხვედრაზე დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაადასტურეს 2 თებერვალს ღია წყაროებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ 2016 წელს ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავევულ იქნა 3000 ადამიანი, ხოლო 2017 წელს 1000.

 შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს 22 თებერვალს დაკავებული საქართველოს მოქალაქის მალხაზ წურწუმიას გათავისუფლების აუცილებლობის საკითხზე.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2018 წლის 21 მარტს გაიმართება.