ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

20-03-2018

საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადმოეცა

დღეს საღამოს,წითელი ჯვრის მეშვეობით,საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადმოეცა.ცხედარს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შემდეგაც მოხდება მისი გადასვენება ოჯახში, წილკანში.

არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით,ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა,საერთაშორისო პარტნიორები ინტენსიურად მუშაობდნენ. ამოქმედებულ იქნა ყველა შესაძლო მექანიზმი,რათა ოჯახს ცხედარი დროულად გადმოსცემოდა.

 აუცილებლად მოხდება ამ ტრაგიკული ფაქტის სათანადო გამოძიება.