ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

21-03-2018

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა

გალში,ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 54-ე შეხვედრა გაიმართა.ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა,IPRM-ის მონაწილეებთან ერთად, განვლილ პერიოდში დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა,განსაკუთრებული ყურადღება 2016 წლის 19 მაისს,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩაში, საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს დაუთმეს.

საუბარი ასევე შეეხო ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების საკითხს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა,მონაწილეებთან მკაფიოდ დააფიქსირეს,რომ აუცილებელია აღნიშნული პირების უმოკლეს ვადებში გათავისუფლება.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2018 წლის 25 აპრილს გაიმართება.