ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

04-05-2018

სუს-ის უფროსი სახალხო დამცველს შეხვდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა სახალხო დამცველთან, ნინო ლომჯარიასთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს სახალხო დამცველის ანგარიშში  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ არსებულ რეკომენდაციებზე.

სუს-ის უფროსმა სახალხო დამცველს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტებები გააცნო. ვახტანგ გომელაურმა და ნინო ლომჯარიამ ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ სუს-ის უფროსის მოადგილეები ალექსანდრე ტაბატაძე,  გიორგი ლილუაშვილი, ადმინისტრაციის უფროსი ნინო გიორგობიანი, სახალხო დამცველის მოადგილეები: თამარ გვარამაძე, გიორგი ბურჯანაძე და ეკატერინე სხილაძე.