ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

26-05-2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ვახტანგ გომელაური „თავისუფლების მოედანზე“ გამართულ ახალწვეულების ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას დაესწრო. წვევამდელების ფიცის დადების საზეიმო ცერემონია საქართველოს მასშტაბით, ერთდროულად 6 ადგილზე: თბილისში, შინდისში, ვარძიაში, კოჯორში- ქოროღლის ციხესთან, გელათსა და ბათუმში გაიმართა. საზეიმო ვითარებაში სამხედრო ფიცი 366-მა რეკრუტმა და 123-მა წვევამდელმა დადო.

„თავისუფლების მოედანზე“ გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და უცხო ქვეყნების მაღალი რანგის დელეგაციების წევრები.

დამსწრეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა, ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ, ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდ ვეიონისმა, ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ, პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, სლოვაკეთის პრეზიდენტმა ანდრეი კისკამ,საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.

წელს საქართველო მასპინძლობს 6 ქვეყნის პრეზიდენტსა და 14 მაღალი რანგის წარმომადგენელს. ასევე, სპეციალურად ამ დღისთვის, საქართველოს ისტორიული დიასპორის წარმომადგენლები ეწვივნენ, მათ შორის: ნოე ჟორდანიას, აკაკი ჩხენკელის, ნოე რამიშვილის, ნოე ხომერიკის, გენერალ გიორგი კვინიტაძის, მამია ბერიშვილის შთამომავლები და ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები.