ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

07-06-2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ტექნოლოგიური ინოვაციების და სწავლების ცენტრში ბირთვული და რადიაციული კონტროლის საკითხებზე სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული სწავლება გაიმართა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ტექნოლოგიური ინოვაციების და სწავლების ცენტრში ბირთვული და რადიაციული კონტროლის საკითხებზე სამხრეთ აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული სწავლება „ლომის ფარი“  გაიმართა.  

სწავლება ევროკავშირის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების შემცირების გამოცდილების გაზიარების ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, გაეროს რეგიონთაშორისი დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევითი ინსტიტუტის და უკრაინის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ცენტრის პარტნიორობით.

სწავლების სცენარები ორიენტირებული იყო ბირთვული და რადიოაქტიური მასალების კონტრაბანდის შემოტანის შემთხვევებზე. მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეემოწმებინათ  ბირთვული და რადიაციული მასალების გამოვლენის კუთხით არსებული რესურსები და რეგიონის ქვეყნებს შორის არსებული კოორდინაციის შესაძლებლობები.

სწავლება ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა, მათ შორის ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს, ინტერპოლის, ნორვეგიის რადიაციული დაცულობის ორგანიზაციის, საქართველოში აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსა და აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეაფასეს.