ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

07-06-2018

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის  რიგით 87-ე შეხვედრა გაიმართა.

ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და სასტიკი მკვლელობის საკითხი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა კატეგორიულად მოითხოვეს მისი შინაგანი ორგანოების გადმოცემა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა კვლავ გაამახვილეს ყურადღება  ოკუპირებულ ახალგორის რაიონში 2014 წელს გაუჩინარებული და შემდგომ გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის საკითხზე.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევები, უკანონო დაკავების ფაქტები, ადგილობრივებისთვის თავისუფლად გადაადგილების კუთხით შექმნილი შეზღუდვები და ყველა სხვა მნიშვნელოვანი ინციდენტი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადგილზე არსებულ   უსაფრთხოების გარემოს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 10 ივლისს გაიმართება.