ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

21-06-2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სისხლის უანგარო დონაციისთვის დააჯილდოვეს

სისხლის დონორთა  მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში უანგარო დონორებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ცერემონიაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სისხლის უანგარო დონაციისთვის დაჯილდოვდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი  ამირან გამყრელიძე, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორი მარინა დარახველიძე და საქართველოში  ვიზიტად მყოფი ევროკომისიის ექსპერტთა მისიის წარმომადგენლები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ინიციატივით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები სამი წელია  ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს უანგაროდ გასცემენ.