ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

29-06-2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე გაერო-ს წევრი სახელმწიფოების კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელ პირთა მაღალი დონის პირველ გლობალურ კონფერენციაში მონაწილეობს

გაერო-ს წევრი სახელმწიფოების კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელ პირთა მაღალი დონის პირველ გლობალურ კონფერენციაში: „საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება ტერორიზმის მზარდი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით“, საქართველოს დელეგაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძის ხელმძღვანელობით მონაწილეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არის  გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კახა იმნაძე.

სესიის - “უცხოელი ტერორისტი მებრძოლების მხრიდან მომდინარე საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ქვეყნის მიერ გატარებული ღონისძიებების თაობაზე მოხსენება წარადგინა.

გაერო-ს წევრი სახელმწიფოების კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელ პირთა მაღალი დონის პირველი გლობალური კონფერენცია ნიუ-იორკში, აშშ-ში,  გაერო-ს შტაბ-ბინაში მიმდინარეობს. ღონისძიების მიზანია ახალი მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარება  ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის გასაძლიერებლად. კონფერენცია 28 ივნისს, გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერესმა გახსნა. ღონისძიებაში კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელი პირები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები  იღებენ მონაწილეობას.