ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

06-07-2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრო. სხდომაზე განიხილეს ნატოს ბრიუსელის 11-12 ივლისის სამიტისთვის მზადების პროცესში საქართველოს ხელისუფლების კოორდინაციასთან დაკავშირებული საკითხები და ქვეყნის თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების პროგრესი.

სხდომა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას დაესწრნენ: საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია, პრეზიდენტის მრჩეველი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი.