ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

01-08-2018

პრემიერ-მინისტრმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული  სპეცრაზმელი ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი  ივანე გოლაშვილი პრეზიდენტს ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე წარუდგინა. პრემიერ-მინისტრი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ვახტანგ გომელაურთან ერთად, ივანე გოლაშვილის ოჯახის წევრებს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.

დღესვე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ივანე გოლაშვილი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის, გარდაცვალების შემდეგ სამსახურის მედლით „მამაცობისთვის“ დააჯილდოვა. ვახტანგ გომელაურმა  მედალი ივანე გოლაშვილის მეუღლეს - თამუნა ხელაიას გადასცა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის  თანამშრომელი  ივანე გოლაშვილი 2017 წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.

დღეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  დაარსებიდან 3 წელი შესრულდა. სამსახური 2015 წლის 1 აგვისტოს,  რეფორმის შედეგად შეიქმნა.