ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

07-08-2018

ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, იაცეკ ჩაპუტოვიჩისთან,ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსთან, ლატვიის  საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩსთან და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრ პავლო როზენკოსთან ერთად დუშეთის რაიონის  სოფ. ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მაღალი რანგის სტუმრებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან მომდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მაღალი რანგის სტუმრებს ასევე ესაუბრნენ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე და მის თანამდევ ყველა საკითხსა და პრობლემაზე, რომელიც აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას.