ცხელი ხაზი 123
EN

სიახლეები

19-09-2018

საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა - ვახტანგ გომელაურმა და ალბანეთის საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოების დირექტორატის  ხელმძღვანელმა - დორიან ტოლამ “საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ” შეთანხმებას ხელი მოაწერეს.

შეთანხმების ხელმოწერა მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პროცესში გაცვლილი და შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების ჩამოყალიბებას.  შეიქმნება მყარი სამართლებრივი საფუძველი ორ ქვეყანას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის კუთხით როგორც უსაფრთხოებისა და სამართალდაცვით, ასევე, საგარეო ურთიერთობებისა და სხვა სფეროებში.

ალბანეთის საიდუმლო ინფორმაციის უსაფრთხოების დირექტორატის დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა და დორიან ტოლამ ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს და სამომავლო გეგმები დასახეს.